2 ათას სააბონენტო ნომერზე აუქციონი გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 2009-11-25 21:36:00

 საქრთველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. თბილისში 160XXX და 161XXX ინდექსის 2 ათას სააბონენტო ნომერზე აუქციონი გამოაცხადა. 

სააბონენტო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 4 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა.

უქციონში მონაწილეთა საბუთების მიღება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2009 წლის 11 დეკემბრის, 17:00 საათამდე იწარმოებს. აუქციონი 2009 წლის 25 დეკემბრის, 13:00 საათზე გაიმართება.