დააკაკუნეთ კარზე, დაურეკეთ ამომრჩევლებს, მიაწვდინეთ ხმა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ერთად დავწერთ დიდი ისტორიის მომდევნო თავს - კამალა ჰარისი

საქართველო, თბილისი - 2024-11-05 23:40:00

ჩვენ ერთად დავწერთ იმ ყველაზე დიდი ისტორიის მომდევნო თავს, რაც კი ოდესმე გაგვიგია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი, სოციალურ ქსელში წერს.

„დააკაკუნეთ კარზე, დაურეკეთ ამომრჩევლებს, მიაწვდინეთ ხმა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ჩვენ ერთად დავწერთ იმ ყველაზე დიდი ისტორიის მომდევნო თავს, რაც კი ოდესმე გაგვიგია“, – წერს კამალა ჰარისი.

ამასთან, კამალა ჰარისი ინტერვიუებში მოუწოდებს ამომრჩევლებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

„მოვუწოდებ ყველას,  დაიმახსოვრონ, რომ ჩვენს დემოკრატიაში ხალხი იღებს გადაწყვეტილებას და თქვენი ხმა არის თქვენი ძალა“, – აცხადებს ჰარისი.