ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანის საზღვართან იმყოფებოდა

საქართველო, თბილისი - 2024-11-03 23:11:00

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანის საზღვართან იმყოფებოდა. 

„ნეთანიაჰუ დღეს ლიბანის საზღვარს ეწვია“, – აღნიშნულია  ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

ნეთანიაჰუმ მოინახულა ისრაელელი სამხედროები, რომლებიც აგრძელებენ „ჰეზბოლას“ პოზიციებზე თავდასხმას.

ეს ბოლო ერთ თვეში ნეთანიაჰუს მეორე  ვიზიტია ლიბანის საზღვართან.