საარჩევნო უბნების 99.65 პროცენტის დათვლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 54,09 პროცენტით ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 2024-10-27 10:52:00

ცესკო-ს ვებგვერდზე ამ დროისათვის გამოქვეყნებული 3 100 (99.646%) საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 54,09 პროცენტი აქვს (1 117 480 ხმა).

რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ გაერთიანების მონაცემები ამ დროისთვის, ჯამში, 37.58 პროცენტს შეადგენს.

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.92% (225 680 ხმა);

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.12% (209 137 ხმა);

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.78% (181 424 ხმა);

„გახარია საქართველოსთვის“ – 7.76% (160 354 ხმა).