"ქართული ოცნების" ხმები 54%-მდე გაიზარდა - დათვლილია უბნების 99%

საქართველო, თბილისი - 2024-10-27 09:23:00

ამ დროისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 3111 საარჩევნო უბნიდან 3088 უბნის წინასწარი შედეგები, რომლის თანახმადაც არჩევნებში "ქართული ოცნება" 54.234 %-ით ლიდერობს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დათვალა საარჩევნო უბნების 99%-ის შედეგები.

ოპოზიციური პარტიების შედეგები ასეთია:

„კოალიცია ცვლილებისთვის“ - 10,822%;

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 10,105%;

„ძლიერი საქართველო“ - 8,758%;

„გახარია საქართველოსთვის“ – 7,753%;

„გირჩი“ - 3,004%;

„პატრიოტთა ალიანსი“ - 2,45%

„ლეიბორისტული პარტია“ - 0,728%

არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.