სენაკის მუნიციპალიტეტში 5 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს  

საქართველო, თბილისი - 2024-10-09 13:11:00

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამეგრელოში  აბაშა-ტეხურას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში მცენარეებისა და ნატანი მასისგან 5 კილომეტრი   სიგრძის მაგისტრალური არხი იწმინდება. 

ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის. შედეგად,   მუნიციპალიტეტში 120 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს. 

სადრენაჟე სისტემაზე გაწმენდითი სამუშაოები   ნოემბერის ბოლოს დასრულდება.