ამერიკელ ამომრჩევლებს შორის კამალა ჰარისის პოზიციები უმჯობესდება - The New York Times-ის კვლევა

საქართველო, თბილისი - 2024-10-09 00:12:00

The New York Times -სა და სიენის კოლეჯის კვლევის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისის მიმართ ამომრჩევლების მხრიდან კეთილგანწყობა გაიზარდა ნდობისა და ცვლილებების სფეროებში, სადაც რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპს ადრე განსაკუთრებული უპირატესობა ჰქონდა.

კამალა ჰარისის რეიტინგი 49 პროცენტს შეადგენს, ტრამპის კი - 47 პროცენტს, მაშინ, როცა სეტქტემბერში ჩატარებულ გამოკითხვებში ორივე კანდიდატს 47 პროცენტი ჰქონდა.

სხვა საკითხებთან ერთად, ერთ თვეში ამომრჩეველთა 9%-მა თქვა, რომ მხარს უჭერს ჰარისს, მაშინ, როცა წინამათი რაოდენობა  5%-ს შეადგენდა.

The New York Times -სა და სიენის კოლეჯის კვლევამ აჩვენა, რომ ამომრჩეველთა 46% მიიჩნევს ჰარისს „კანდიდატად, რომელსაც მოაქვს ცვლილები“, ტრამპის მაჩვენებელი კი  44%-ს შედგენს.

წინა გამოკითხვებში ამომრჩეველთა უმეტესობამ ცვლილებების მომტან კანდიდატად ტრამპი დაასახელა.

ჰარისს ასევე უწოდეს უფრო პატიოსანი და სანდო, ვიდრე ტრამპს.

გარდა ამისა, დემოკრატების კამპანია შეფასებულია, როგორც უფრო სახალისო: ამ აზრს იზიარებს გამოკითხულთა 43%, მათ შორის რესპუბლიკელი ამომრჩევლების 13%.

ამავდროულად, ტრამპმა შეინარჩუნა უპირატესობა ჰარისზე, როგორც „ძლიერი ლიდერის“ მიმართ, თუმცა მცირე სხვაობით, ის ამომრჩეველთა მხრიდან  ასევე სარგებლობს ნდობით ეკონომიკის საკითხში.