თბილისში, ნაძალადევის რაიონში, საცხოვრებელ სახლში ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ

საქართველო, თბილისი - 2024-10-08 19:29:00

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მედიას განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და ხანძრის ქრობის პროცესი მიმდინარეობს.

ცეცხლი, სავარაუდოდ, გვერდით მდებარე ბინასაც მოედო. ადგილზე ამ დრომდე ათობით მეხანძრე-მაშველი მუშაობს. 

გავრცელებული ცნობით, ცეცხლის გაჩენის მომენტში სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მათი გამოყვანა დროულად მოხერხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია მათთან არ შესულა.