კამალა ჰარისმა უარყო ვლადიმირ პუტინთან უკრაინის გარეშე შეხვედრის იდეა

საქართველო, თბილისი - 2024-10-08 08:14:00

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უარყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან უკრაინის წარმომადგენლების გარეშე შეხვედრის იდეა. ამის შესაზხხებ მან CBS-თან ინტერვიუში ისაუბრა.

შეკითხვაზე, შეხვდება თუ არა პუტინს უკრაინის ომის გამოსავლის მოსაძებნად, ჰარისმა უპასუხა: „არა ორმხრივად, უკრაინის გარეშე. უკრაინას უნდა ჰქონდეს ხმის უფლება უკრაინის მომავალზე“, - ხაზგასმით აღნიშნა ჰარისმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე უარყო რუსეთის ლიდერთან რაიმე მოლაპარაკების შესაძლებლობა.

ჰარისმა ასევე გააკრიტიკა მისი ოპონენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკა უკრაინასთან დაკავსირებით და  მას "კაპიტულაცია" უწოდა რუსეთის აგრესიის მიმართ, რომელიც ო 2022 წლის თებერვალში დაიწყ.

„დონალდ ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, პუტინი ახლავე იჯდა კიევში“, - კიდევ ერთხელ განაცხადა ჰარისმა.