საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი საქართველოს მოუწოდებს, გაიწვიოს ბორელი საქართველოს მოუწოდებს, გაიწვიოს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" კანონთა პაკეტი, რომელიც ზღუდავს ლგბტ უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას.
"საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს, გაზრდის დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას. მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონმდებლობა, რომელსაც ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გადაჰყავს ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან", – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.
The Georgian Parliament adopted laws on ‘family values and protection of minors’ which will undermine the fundamental rights of the people and increase discrimination & stigmatisation.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) September 18, 2024
I call on Georgia to withdraw this legislation, further derailing the country from its EU path.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" კანონთა პაკეტი 17 სექტემბერს მიიღო.