კურსკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სუ-34 ჩამოაგდეს

საქართველო, თბილისი - 2024-08-14 14:30:00

რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სუ-34 ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

„ღამით, კურსკის ოლქის (რუსეთის ფედერაცია) ტერიტორიაზე, საბრძოლო დავალების შესრულებისას, უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალების მიერ ჩამოგდებულია რუსული სუ-34 ტიპის გამანადგურებელი-ბომბდამშენი, ” - აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.

როგორც უკრაინული მედია წერს, 14 აგვისტოს ღამით რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, სადაც „სავასლეიკას“ სამხედრო აეროდრომია განთავსებული, აფეთქებების ხმა  ისმოდა.

ამ აეროდრომიდან ფრინდებიან მიგ-31კ-ს ტიპის გამანადგურებლები, რომლებსაც გადააქვთ „კინჟალის“ რაკეტები.

უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს NASA-ს სატელიტური ფოტო, რომელშიც ჩანს ხანძარი ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, „სავასლეიკას“ აეროდრომის მიდამოში, დრონებით თავდასხმის შემდეგ.