ბათუმში კაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 2024-07-26 16:06:00

ბათუმში კაცი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრას წინ მეზობლებს შორის დაპირისპირება უძღოდა.

დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.