მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
საქართველო, თბილისი - 2024-07-23 20:35:00
მარნეულში, სოფელ აშაღში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს. მსუბუქი ავტომობილი სამგზავრო ავტომობილს შეეჯახა. არიან დაშავებულებიც.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.