თბილისში, გლოვოს კურიერს ცეცხლსასროლი იარაღით 8 ადამიანი თავს დაესხა

საქართველო, თბილისი - 2024-07-06 22:04:00

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერს ცეცხლსასროლი იარაღით თავს 8 ადამიანი დაესხა. ინფორმაციას შაბათის ფორმულა ავრცელებს. მათი ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.

დაშავებულის დედის ცნობით, კურიერს ფიზიკურად 4 კაცი და 4 ქალი გაუსწორდა.

დედის განცხადებით, მისმა შვილმა კლიენტთან ბოლო შეკვეთა დატოვა, რის შემდეგაც მას დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს გარკვეული ინგრედიენტი აკლდა. სწორედ ამის შემდეგ გაუსწორდა ფიზიკურად კურიერს 8 ადამიანი.

დაშავებულს ფეხში 3 ტყვია აქვს მოხვედრილი და ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.