უნგრეთს არ აქვს მანდატი, ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან - შარლ მიშელი

საქართველო, თბილისი - 2024-07-04 22:59:00

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთში 5 უვლისს დაგეგმილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შესაძლო ვიზიტის შესახებ და აღნიშნა, რომ უნგრეთს არ აქვს შესაბამისი მანდატი ევროკავშირისგან.

„ევროპულ საბჭოს აქვს მკაფიო პოზიცია: აგრესორი რუსეთია, მსხვერპლი უკრაინა. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ დისკუსიები არ შეიძლება“, - წერს მიშელი სიციალურ ქსელში.

მიშელის თქმით, უნგრეთს, რომელიც ივლისის დასაწყისიდან როტაციით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდა, არ აქვს მანდატი, ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორ ორბანი რუსეთში 5 ივლისს ჩავა.