აშშ უკრაინას 150 მილიონი მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

საქართველო, თბილისი - 2024-06-29 08:01:00

ბაიდენის ადმინისტრაცია ორშაბათს, 1-ელ ივლისს გამოაცხადებს 150 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს უკრაინისთვის, რომელიც მოიცავს HAWK-ის ჩამჭრელ რაკეტებს და 155 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალას. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

პაკეტი ასევე მოიცავს სხვა სახის იარაღსა და აღჭურვილობას უკრაინის თავდაცვის საჭიროებების მხარდასაჭერად.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პასუხობს უკრაინისსაჰაერო თავდაცვის საჭიროებებს, რადგან რუსეთი ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს ურტყამს.

პაკეტი უზრუნველყოფილი იქნება Presidential Drawdown Authority-ის

ფარგლებში, რაც პრეზიდენტს საშუალებას აძლევს სწრაფად გადაიტანოს თავდაცვითი საშუალებები და მომსახურება აშშ-ის მარაგიდან მოკავშირეების მხარდასაჭერად.