ვიჯერებთ დაუჯერებელს და შემდეგ, ასეთი დღეები რეალობად იქცევა, საქართველო, წინ! - შოთა არველაძე

საქართველო, თბილისი - 2024-06-27 12:06:00

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე საქართველო-პორტუგალიის მატჩს ეხმიანება.

ვიჯერებთ დაუჯერებელს და შემდეგ, ასეთი დღეები რეალობად იქცევა. მადლობა მთელ გუნდს, სტაფს და ყველა ადამიანს, ვინც ეს გამარჯვება რეალური გახადა.

საქართველო, წინ!“ - წერს შოთა არველაძე.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა. ჩვენი ნაკრები ესპანეთს 30 ივნისს დაუპირისპირდება.