საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია

საქართველო, თბილისი - 2024-06-27 00:59:00

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და თავის პირველივე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

მეორე წუთზევე მიეცა გატანის კარგი შანსი და მიქაუტაძის პასით კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში ერთ-ერთი იერიშისას ლოჩოშვილი პორტუგალიელებმა საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა და საქართველო 2:0 დაწინაურდა.

საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან 2:0 გამარჯვების შემდეგ მერვედფინალში ესპანეთს შეხვდება. მატჩი 30 ივნისს გაიმართება.