პორტუგალიამ თურქეთი 3:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური ჯგუფში პირველი ადგილით მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 2024-06-22 22:14:00

პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატზე (F ჯგუფში) მეორე მატჩი გამართეს. შეხვედრა პორტუგალიელების სრული უპირატესობით წარიმართა და  ანგარიშით  3:0 დასრულდა.

21-ე წუთზე ბერნანდო სილვას გოლით პორტუგალიის ნაკრები დაწინაურდა 1:0.

28′-ეწუთზე თურქებმა საკუთარ კარში კურიოზული გოლი გაიტანეს (2:0).

56-ე წუთზე ბრუნომ გოლი ცარიელ კარში შეაგდო – 3:0.

პორტუგალიის ნაკრებმა მეორე გამარჯვებასთან ერთად, მერვედფინალის საგზურიც მოიპოვა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

საქართველოს ეროვნული გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 ივნისს პორტუგალიასთან გამართავს.