საქართველო-ჩეხეთის შეხვედრის პირველი ტაიმი ქართველების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა

საქართველო, თბილისი - 2024-06-22 17:52:00

ევრო 2024-ის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს უპირისპირდება. მატჩის პირველი მახევარი ქართველების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის მიწურულს ჩეხეთის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ წარმატებით შეასრულა და ჩვენი ნაკრები დააწინაურა.