ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიამ ჩეხეთი 2:1 დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 2024-06-19 00:56:00

ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიამ ჩეხეთი 2:1 დაამარცხა. E ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი თამაშობენ. პირველ მატჩში თურქეთმა საქართველოს 3:1 მოუგო.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 22 ივნისს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 26 ივნისს კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიას დაუპირისპირდება.