ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის შეხვედრის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა

საქართველო, თბილისი - 2024-06-18 20:47:00

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის ნაკრებების  შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

საქართველოს 25-წუთზე ანგარიში თურქებმა მულდურის ეფექტური დარტყმით გახსნეს.

32-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში თავისი პირველი გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე.

გიორგი ქოჩორაშვილმა საჯარიმოსთან დაბალი პასი მისცა გიორგი მიქაუტაძეს რომელმაც ოსტატურად დაარტყა და .ანგარიში 1:1 გახდა.