პრეზიდენტი 11 ივნისს ახალგაზრდებს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 2024-06-06 12:47:00

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამშაბათს 11 ივნისს ახალგაზრდებს შეხვდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდების კითხვებს უპასუხებს.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და რეგისტრაცია სავალდებულოა: https://forms.gle/ba3FimwfWowTq6tB6