რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს, არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 2024-06-03 09:33:00

უკრაინული მედიის ცნობით, 3 ივნისის ღამეს ხარკოვის ოლქში დასახლება ზმიევსკაიაზე რუსეთის დთავდსხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

ხარკოვის ოლქის ადმინსიტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეგუბოვი  Telegram-არხზე წერს რომ მონაცემები დგინდება.

თავდასხმები ზმიევსკაიას თემზე - სულ მცირე ხუთჯერ, რის შედეგადაც რეკრეაციული კომპლექსის ტერიტორია დაზარალდა, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მონაცემები დგინდება“, - ამბობს სინეგუბოვი.

დაშავებულია კიდევ ორი ​​მშვიდობიანი მოქალაქე.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა დასასვენებლი კომპლექსის სახლები.