რუსეთის ძალების თავდასხმის შედეგად ხარკოვის ოლქში 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 8 ბავშვი

საქართველო, თბილისი - 2024-06-01 10:20:00

ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის განცხადებით, გამთენიისას, რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლეისა და იზიუმის რაიონებს შეუტიეს.

მისი თქმით, დაშავდა 12 ადამიანი, ისინი სარაკეტო თავდასხმის დროს სახლებში იმყოფებოდნენ: 4 ზრდასრული (მათ შორის ორსული) და 8 ბავშვი - 2-დან 17 წლამდე.

ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. სინეგუბოვის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდომარეობა საშუალო სიმძიმისაა.