26 მაისს, 21:00 საათზე, ორბელიანების სასახლის წინ იგეგმება პრეზიდენტის მიმართვა და საზეიმო კონცერტი

საქართველო, თბილისი - 2024-05-25 20:10:00

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 26 მაისს, ორბელიანების სასახლის წინ, 21:00 საათზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა  და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო კონცერტი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 26 მაისს, ორბელიანების სასახლის წინ, 21:00 საათზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა  და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო კონცერტი.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ანიტა რაჭველიშვილი, ნინო სურგულაძე, ალექსანდრე კორსანტია, გიორგი გიგაშვილი, ანსამბლი "შავნაბადა", სუხიშვილები, ლიზი რამიშვილი, მარიამ ქირია, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი - კახი სოლომნიშვილი.