ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ასევე ეკიპაჟის წევრების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ევროკავშირი გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს ვერტმფრენის კატასტროფაში პრეზიდენტ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრ აბდოლაჰიანის, ასევე დელეგაციის სხვა წევრებისა და ეკიპაჟის წევრების დაღუპვის გამო. ჩვენი ფიქრები მათ ოჯახებთანაა“, – წერს შარლ მიშელი.
ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენი გუშინ, 19 მაისს ირანის ჩრდილო-დასავლეთში, აზერბაიჯანის საზღვართან, მთიან რეგიონში ჩამოვარდა.
The EU expresses its sincere condolences for the death of President Raisi and Foreign Minister Abdollahian, as well as other members of their delegation and crew in a helicopter accident. Our thoughts go to the families.
— Charles Michel (@CharlesMichel) May 20, 2024