უკრაინის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 29-ვე დრონი ჩამოაგდეს

საქართველო, თბილისი - 2024-05-20 09:30:00

უკრაინული მედიის ცნობით, 20 მაისის ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინას 29 „შაჰედის“ ტიპისდრონით შეუტიეს, ხარკოვის რეგიონს კი ისკანდერ-მ-ის ბალისტიკური რაკეტით დაესხნენ თავს. უკრაინის ძალებმა ყველა დრონი გაანადგურეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დრონები ოდესის,მიკოლაევის, პოლტავისა და ლვოვის ოლქებსი ცამოაგდეს.

მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა „შაჰედები“ რუსეთის ქალაქების პრიმორსკო-ახტარსკის და კურსკის ტერიტორიებიდან გაუშვეს.

საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ გამანადგურებლები, საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები დაუკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.