მადლობა ლიეტუველ ხალხს ურყევი მეგობრობისა და საქართველოს ევროპულ არჩევანში ურყევი მხარდაჭერისთვის - ზურაბიშვილი ნაუსედას

საქართველო, თბილისი - 2024-05-14 22:26:00

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს და ლიეტუველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"ძვირფასო გიტანას ნაუსედა, მადლობა თქვენ და ლიეტუველ ხალხს თქვენი ურყევი მეგობრობისა და საქართველოს ევროპულ არჩევანში ურყევი მხარდაჭერისთვის!"- წერს X-ზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.