კიევის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად 14 საცხოვრებელი სახლი დაინგრა და დაზიანდა, 2 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 2024-05-08 11:43:00

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად 14 საცხოვრებელი სახლი დაინგრა და დაზიანდა, 2 ადამიანი კი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით. მაშველები მტრის სარაკეტო იერიშიის შედეგებნის სალიკვიდაციო სამუსაოებს ასრულებენ.

8 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. ქვეყნის მასშტაბით საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკო განცხადებით, ელექტროენერგიის გამომუშავებისა და გადაცემის ობიექტები ექვს რეგიონში დაზიანდა: პოლტავა, კიროვოგრადი, ზაპოროჟიე, ლვოვი, ივანო-ფრანკოვსკი და ვინიცია.