სანდრო ბაზაძემ სეულის გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 2024-05-06 16:42:00

ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ბაზაძემ ფინალური შეხვედრა ეგვიპტის წარმომადგენელ ზიად ელსისთან 15:13 დათმო და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა.

ქართველმა მოფარიკავემ ფინალამდე არაერთი ძლიერი მეტოქე დაამარცხა – მათ შორის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, სამხრეთ კორეელი ბონგილ გუ.