გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს შეუტიეს

საქართველო, თბილისი - 2024-04-27 09:21:00

უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მტერმა დნიპროპეტროვსკის, ივანო-ფრანკოვსკისა და ლვოვის ოლქებს შეუტია. უკაინის ენერგეტიკის მინისტრის ჰერმან გალუშჩენკოს ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.

მისივე ცნობით, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.