რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64%-ს აღემატება - შემცირებულია მკვლელობები, მკვლელობის მცდელობები და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების ფაქტები - ვახტანგ გომელაური

საქართველო, თბილისი - 2024-03-20 13:34:00

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას სტატისტიკურ მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგისტრირებული დანაშაულის  გახსნის მაჩვენებელი  64%-ს აღემატება.

„2023 წელს, დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მატების ტენდენცია გაგრძელდა. 

რეგისტრირებული დანაშაულის  გახსნა  64%-ს აღემატება. ასევე გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენციაც. შემცირებულია ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულების ფაქტები, როგორიც არის მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები, ასევე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.