შვედეთი გახდება ნატო-ს 32-ე მოკავშირე, მისი წევრობა ყველას გაგვაძლიერებს და უფრო უსაფრთხოს გაგვხდის - იენს სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 2024-02-26 21:38:00

მივესალმები უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, შვედეთის წევრობა ალიანსის ყველა წევრს გააძლიერებს.

„მივესალმები უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებასთან დაკავშირებით. ახლა, როდესაც ყველა მოკავშირემ დაამტკიცა, შვედეთი გახდება ნატო-ს 32-ე მოკავშირე. შვედეთის წევრობა ყველას გაგვაძლიერებს და უფრო უსაფრთხოს გაგვხდის “, – წერს სტოლტენბერგი.