უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გუშინ გავრცელებული ვიდეომიმართვისთვის მადლობას უხდის.
„გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლების მოყვარე ერს“, – წერს ზელენსკი.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა: „ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა, ვერ შეძლო უკრაინის სიმტკიცის გატეხა“.
Thank you, @Zourabichvili_S! Collective and strong pressure on the aggressor is critical to ensuring that all of its neighbouring nations remain free. We highly value Georgia and its freedom-loving people.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 25, 2024