სომხეთმა, შესაძლოა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია დატოვოს - ნიკოლ ფაშინიანი

საქართველო, თბილისი - 2024-02-12 14:30:00

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანამ შესაძლოა გადახედოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში წევრობას. ამის შესახებ მან გამოცემა The Telegraph-ს განუცხდა.

„სომხეთში არის გარკვეული დისკუსიები იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა ალიანსზე დაფუძნებული სტრატეგია ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ამასთან, მისი თქმით, სომხეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განხილვა არ იგეგმება.  

ფაშინიანმა მანამდეც მიანიშნა, რომ განიხილავს სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლას, თუ აღმოჩნდება, რომ ორგანიზაციის წევრობა აღარ შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს.