სანდრო ბაზაძემ თბილისის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 2024-02-10 19:36:00

თბილისის სპორტის სასახლე ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს. ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მან ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, დაძაბულ შეხვედრაში ირანელ ხმლით მოფარიკავესთან, ალი პაკდამანთან 13:15 წააგო. შეჯიბრის გამარჯვებული კი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ სილაგი გახდა.