ნიდერლანდები უკრაინას F-16-ის ტიპის კიდევ ექვს გამანადგურებელს გადასცემს

საქართველო, თბილისი - 2024-02-05 19:12:00

უკრაინული მედიის ცნობით, ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო F-16-ის ტიპის კიდევ ექვს გამანადგურებელს მოამზადებს უკრაინაში გასაგზავნად.

როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განაცხადა, F-16-ის ტიპის თვითმფრინავების საერთო რაოდენობამ 24 ერთეულს მიაღწია. „უკრაინას სჭირდება საჰაერო უპირატესობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა მინისტრმა.

როგორც გამოცემა Defensie იუწყება, ეს ექვსი გამანადგურებელი დაემატება თვრამეტ F-16-ს, რომლებიც მზადდება უკრაინაში მიწოდებისთვის. 18 საბრძოლო თვითმფრინავი განკუთვნილია რუმინეთში სასწავლო ცენტრისთვის.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს ნიდერლანდებმა დაიწყო მზადება უკრაინაში  F16-ის ტიპის 18 თვითმფრინავის გასაგზავნად.

ნიდერლანდები უკრაინის საავიაციო კოალიციას ხელმძღვანელობს. მოგვიანებით ნიდერლანდების ძალისხმევას დანია შეუერთდა. პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა თქვა, რომ მისი ქვეყანა გეგმავს უკრაინას მიაწოდოს ცხრამეტი F-16 და ნიდერლანდებთან ერთად გახდეს პირველი ქვეყანა, ვინც ამას გააკეთებს.

საავიაციო კოალიციას ნორვეგია და ბელგიაც შეუერთდნენ. 2023 წლის 20 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებენ 42 ამერიკულ F-16-ის ტიპის გამანადგურებელს.

უკრაინელი მფრინავების სწავლება ამერიკულ F-16-ბზე უკვე დაწყებულია.