უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ევროკავშირის მიერ დახმარების სახით, 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმიანება.
„მადლობელი ვარ ევროკავშირის, რომელმაც დაამტკიცა გადაწყვეტილება 2024-2027 წლებში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის შესახებ.
ეს არის ისტორიული მასშტაბის გადაწყვეტილება, რომელიც ცხადყოფს, რომ ნებისმიერი საუბარი სავარაუდო "დაღლილობაზე" ან "მხარდაჭერის შემცირებაზე" უბრალოდ მცდარია.
ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ძალა და უნარი მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვებისგან დამოუკიდებლად. ევროკავშირი მაგალითს აძლევს დანარჩენ მსოფლიოს.
ეს ასევე აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ პუტინის იმედები, დაძლიოს უკრაინისა და მსოფლიოს სიმტკიცე, ამაოა.
ღრმად მადლობელი ვარ ევროკავშირის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრის, ვინც წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში“, - წერს დმიტრო კულება.
ევროკავშირმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის საკითხი დაამტკიცა.
I am grateful to #EUCO for approving the decision to establish the €50 billion Ukraine Facility in 2024-2027.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) February 1, 2024
This is a step of historic proportions. It demonstrates that any talk about alleged "fatigue" or "waning support" is simply false.
Europe has once again demonstrated…