სანდრო ბაზაძე საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველო, თბილისი - 2024-01-28 18:55:00

სანდრო ბაზაძე ზედიზედ მესამედ საფრანგეთის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია

ქალაქმა მეზონ-ალფორმა ხმლით გუნდურ პირველობაში საფრანგეთის ჩემპიონატს უმასპინძლა.

ტურნირის გამარჯვებული გახდა კლუბი „ორლეანი“, რომლის ლიდერიც მსოფლიოს ნომერი პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძეა. კლუბის ღირსებას ბაზაძესთან ერთად ფრანგი მოფარიკავეები ბოლად აპიტი და ძმები - ჟან-ფილიპ და სებასტიან პატრისები იცავდნენ.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ პრესტიჟული ტურნირის მოგება კლუბ „ორლეანის“ შემადგენლობაში 2022 და 2023 წლებშიც შეძლო.