აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს სურთ, წითელი ზღვა სისხლის ზღვად აქციონ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

საქართველო, თბილისი - 2024-01-12 18:34:00

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს სურთ, წითელი ზღვა სისხლის ზღვად აქციონ.

მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, აშშ-სა და ბრიტანეთის დარტყმები არაპროპორციულია.

„რჩება შთაბეჭდილება, რომ , ისინი ცდილობენ წითელი ზღვა სისხლის ზღვად აქციონ“, - თქვა ერდოღანმა.

ერდოღანმა თქვა, რომ მისმა მთავრობამ მიიღო ინფორმაცია სხვადასხვა არხებიდან იმის შესახებ, რომ ჰუსიტები „წარმატებულ დაცვას ახორციელებენ და წარმატებულად პასუხებენ, როგორც აშშ-ს, ისე ბრიტანეთს“.

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში ჰუსიტების ობიექტების წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს.

აშშ-ის საჰაერო ძალების განცხადებით, მოკავშირეებთან ერთად, იემენში ჰუსიტების 60-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელის განცხადებით,  დარტყმები თვითმფრინავებიდან, გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან მოხდა. დარტყმები განხორციელდა თვითმფრინავებიდან, გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან.