რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი და დაშავდა შვიდი ადამიანი

საქართველო, თბილისი - 2023-12-03 20:35:00

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონი დაბომბეს.  

მტრის ჭურვები ქალაქის ცენტრალურ რაიონში მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა, ორი ადამიანი დაიღუპა, შვიდი დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამასთან, ხერსონის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონის ორი საავადმყოფო დაბომბეს. დაზიანდა სამედიცინო დაწესებულების შენობები. მისივე ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.