ჩვენ სრულად ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას - ნიკოლ ფაშინიანი

საქართველო, თბილისი - 2023-11-25 17:44:00

ჩვენ სრულად და ცალსახად ვიცავთ საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას, დემოკრატიას და სახელმწიფოებრიობას. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მას პირდაპირ ეთერში ჰკითხეს მზად არის თუ არა სომხეთი აღიაროს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად.

„გაერო-ში 2019 წლამდე და მის შემდეგ დაფიქისრდა თვალსაჩინო და კონკრეტული და გარკვეული განსხვავებები, რასთან დაკავშირებითაც კმაყოფილება გამოთქვეს ჩვენი მოძმე სახელმწიფოს - საქართველოს წარმომადგენლებმა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.