მაიკ პენსმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა

საქართველო, თბილისი - 2023-10-29 09:26:00

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. პენსის თქმით,  „ახლა მისი დრო არ არის.“

"ჩემთვის ცხადი გახდა: ჩემი დრო არაა. ამდენი ლოცვისა და ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე დღეიდან შევაჩერო ჩემი პრეზიდენტობის კამპანია. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ეს რთული ბრძოლა იქნებოდა, მაგრამ არ ვნანობ“, – აღნიშნა პენსმა.

ამასთან, მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ არასოდეს შეწყვეტს ბრძოლას კონსერვატიული ღირებულებებისთვის.