„ჰამასი“ აცხადებს, რომ კიდევ ორი ​​მძევალი გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 2023-10-23 23:44:00

„ჰამასი“ აცხადებს, რომ კიდევ ორი ​​მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაციას CNN „ჰამასის“ სპიკერის, აბუ ობაიდაზე დაყრდნობით ავრცელებს. მძევლების გათავისუფლებაკატარისა და ეგვიპტის შუამავლობის შედეგად მოხდა.

„მათი გათავისუფლება გადავწყვიტეთ ჰუმანიტარული და ჯანმრთელობის მიზეზების გამო“, – თქვა აბუ ობაიდამ.

მედიის ინფორმაციით, მძევლები ისრაელის მოქალაქეები იყვნენ, სავარაუდოდ ორივე მძევალი ქალია.

შეგახსნებთ, მანამდე, 20 ოქტომბერს „ჰამასმა“ ამერიკის ორი მოქლაქე გაათავისუფლა.