ისრაელის სახმელეთო ოპერაცია, შესაძლოა სამ თვეს გაგრძელდეს, მაგრამ საბოლოოდ, „ჰამასი“ აღარ იქნება - იოავ გალანტი

საქართველო, თბილისი - 2023-10-22 23:51:00

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია, შესაძლოა სამ თვეს გაგრძელდეს, თუმცა, ეს იქნება ბოლო ოპერაცია „ჰამასის“ გასანადგურებლად.

„ეს უნდა იყოს ბოლო [სახმელეთო] მანევრი ღაზაში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამის შემდეგ „ჰამასი“ არ იქნება. დასჭირდება ერთი თვე, ორი თვე, სამი, მაგრამ საბოლოოდ, „ჰამასი“ აღარ იქნება“, - ამბობს გალანტი.

„ვიდრე მტერი  ჯავშანსატანკო და სახმელეთო ჯარებს შეხვდება, საჰაერო ძალების ბომბებთან მოუწევს შეხვედრა”, - განაცხადა გალანტმა.