პალესტინელი ხალხისთვის ყველაზე დიდი საფრთხე „ჰამასია“, - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი სოციალურ ქსელ X (Twitter)-ში წერს.
„ჰამასი“ ყველაზე დიდი საფრთეხეა პალესტინელი ხალხისთვის. ისინი იმალებიან საავადმყოფოებსა და სკოლებში, იყენებენ ქალებსა და ბავშვებს ცოცხალ ფარად. ნებისმიერი მშვიდობიანი მცხოვრების დაღუპვა ტრაგედიაა. პალესტინელი თუ ისრაელელი - „ჰამასი“ ამ დანაკარგების მიზეზია“, - წერს კლევერლი.
დიდ ბრიტანეთში დღეს პალესტინელთა მხარდამჭერი მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა. ლონდონში, ორგანიზატორების თქმით, აქციებში მონაწილეობა მიიღო 100 ათასზე მეტმა ადამიანმა. ქალაქში მობილიზებული იყო ათასზე მეტი პოლიციელი. დაკავებულია შვიდი ადამიანი. აქციები ასევე გაიმართა მანჩესტერსა და ედინბურგში.
Hamas is the greatest threat to the Palestinian people.
— James Cleverly🇬🇧 (@JamesCleverly) October 14, 2023
They hide in hospitals and schools, using woman and children as human shields.
The death of any civilian is a tragedy.
Palestinian or Israeli - Hamas is the cause of this loss.