ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას 31 ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის ყველაზე მეტი ამერიკელია

საქართველო, თბილისი - 2023-10-14 12:58:00

„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათგან ყველა ისრაელის მოქალაქე არ ყოფილა.

BBC-ის ცნობით, სააგენტო AFP-მა შეადგინა  დაღუპულების, უკვალოდ დაკარგულებისა და მძევლების სია, რომლებიც უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან. მათ შორის 100-ზე ,ეტი ადამიანი 31 ქვეყნიდან არის. ამ სახელმწიფოების ხელისუფლებებმა თავიანთი მოქალაქეების დაღუპვა უკვე დაადასტურეს.

დაღუპულია აშშ-ის 27 მოქალაქე, ტაილანდის -24, საფრანგეთის - 15, ნეპალის - 10, არგენტინის - 7, უკრაინის - 7, რუსეთის - 4, დიდი ბრიტანეთის - 4, ჩილეს - 4, ავსტრიის - 3, ბელარუსის - 3, კანადის - 3, ჩინეთის - 3, ფილიპინების - 3, ბრაზილიის - 3, პერუს - 2, რუმინეთის - 2.

ავსტრალიის, აზერბაიჯანის, კამბოჯის, ირლანდიის, პორტუგალიის, ესპანეთის, შვეიცარიის, კოლუმბიის, პარაგვაის თითო მოქალაქე.

გერმანიისა და მექსიკის მოქალაქეები მძევლებად არიან აყვანილი, ხოლო იტალიის, პარაგვაის, შრი-ლანკისა და ტანზანიის მოქალაქეები უკვალოდ დაკარგულთა სიაში არიან.