მადლობა, ბატონო პრეზიდენტო - ისრაელი აშშ-ს სამხედრო დახმარებისთვის მადლობას უხდის

საქართველო, თბილისი - 2023-10-11 20:13:00

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დახმარებისთვის მადლობას უხდის და სოციალურ ქსელში აქვეყნებს სარეკლამო ბანერის ფოტოს, რომელზეც ჯო ბაიდენის ფოტოსთან ერთად არის წარწერა: მადლობა, ბატონო, პრეზიდენტო“.  

როგორც ცნობილია აშშ ისრაელისთვის დახმარებას ზრდის: გუშინ ქვეყნაში სამხედრო დახმარებით დატვირთული პირველი ამერიკული თვითმფრინავი ნევათიმის ავიაბაზაზე დაეშვა.

ასევე აშშ-ს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გადაჰყავს ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი, რომელსაც შესაძლოა, კიდევ ერთი ჯგუფი შეუერთდეს.