საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციურ წარდგინებას დღეს განიხილავს

საქართველო, თბილისი - 2023-10-03 08:25:00

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით დღეს, 3 ოქტომბერს განიხილავს. არსებითი განხილვა 12:00 საათზე დაიწყება. 

ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან ხუთი დეპუტატი დაესწრება, ირაკლი კობახიძე, მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი , თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი.

უცნობია, ჩავა თუ არა პრეზიდენტი ბათუმში განხილვაზე დასასწრებად.